სანდო თანამგზავრი ბავშვის პირველი 3 წლისთვის

განვითარება, რეცეპტები და აქტივობები, დღიური, ძილის ხმები, ზრდის გრაფიკი, ვაქცინაცია და კალენდარი — ყველაფერი ერთ ქართულ აპლიკაციაში.

Sanyta-ის მთავარი ეკრანი

ყოველი რჩევა სანდო წყაროებიდან.

პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობა არ არის. პრობლემა ისაა, რომ ვერ არჩევ, ვის ენდო. ჩვენს აპლიკაციაში ყველა რჩევას თან ახლავს ინფორმაციის წყარო, რათა თავად შეძლოთ მისი გადამოწმება.

Sanyta დამოუკიდებელი აპლიკაციაა და არ არის დაკავშირებული UNICEF-თან, NHS-თან, CDC-თან, WHO-სთან ან NCDC-თან — არც მათ მიერაა მხარდაჭერილი. ვიყენებთ მხოლოდ მათ მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციას; ორგანიზაციების სახელები მითითებულია მხოლოდ წყაროს აღსანიშნავად.

კვება, ძილი, საფენი — ერთ დღიურში

ღამის 3 საათია და ვეღარ იხსენებ, ბოლოს როდის ჭამა? ჩართე ქრონომეტრი ერთი შეხებით და ჩაინიშნე კვება, ძილი, ტირილი და საფენის ცვლა.

დღიურის ისტორია: კვების გრაფიკი კვირის მიხედვით
დღიურის ეკრანი: დღის შეჯამება და ბოლო ჩანაწერები

იავნანა

ხალხური

ძველი ქართული ხალხური საწესო ლექს-სიმღერა

იავნანა, წვიმა, ზღვა — ძილის ხმები

4 იავნანა და 5 თეთრი ხმაური — ბრამსიდან ქართულ იავნანამდე, საშვილოსნოს ხმიდან ბუხრის ტკაცუნამდე.

ძილის ტაიმერი ხმას თავად გამორთავს. უკრავს გამორთულ ეკრანზეც ან სხვა აპში ყოფნისას.

გაიგე მეტი ძილის ხმების შესახებ

იავნანა

შეეხე ხმას და მოუსმინე.

თეთრი ხმაური

განვითარება რა ხდება ამ ასაკში?

29 სტატია და 41 აქტივობა ასაკის მიხედვით — UNICEF-ის მასალებზე დაყრდნობით.

ყოველდღე ახალი აქტივობა, სახლში არსებული ნივთებით.

კვება და რეცეპტები პირველი კოვზიდან საოჯახო სადილამდე

97 რეცეპტი 6 თვიდან 3 წლამდე, NHS-ის რეკომენდაციებით — ინგრედიენტები და ნაბიჯები, ასაკის მიხედვით.

მყარი საკვებზე გადასვლის რჩევები CDC-ის რეკომენდაციებს ეყრდნობა.

ზრდის გრაფიკი საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ზრდის პერცენტილი

ჩაწერე სიმაღლე და წონა: გრაფიკი WHO-ს ზრდის სტანდარტებთან ერთად გიჩვენებს, როგორ მიჰყვება ბავშვი განვითარების მრუდს. კითხვა თუ გაგიჩნდა — პედიატრს ჰკითხე.

გაიგე მეტი ზრდის გრაფიკის შესახებ
ზრდის გრაფიკი: ბავშვის წონის მრუდი WHO-ს პერცენტილებთან ერთად

ვაქცინაცია და კალენდარი აცრა აღარ გამოგრჩება

NCDC-ის ოფიციალური კალენდარი, ბავშვის ასაკის მიხედვით. Sanyta შეგახსენებს, როდის რომელი აცრაა.

ექიმთან ვიზიტები და შეხვედრები კალენდარში ჩაინიშნე — შეხსენებებით.

გაიგე მეტი ვაქცინაციის კალენდრის შესახებ

მომენტები პირველი ღიმილი გახსოვს. თარიღი — არა.

58 პატარა მომენტი, პირველი კბილიდან პირველ ნაბიჯამდე — ფოტოთი, თარიღითა და შენიშვნით.

ფოტოები რჩება შენს ტელეფონში.

პარტნიორის შეთავაზება იცი, რა უნდა გააკეთო პირველ 10 წამში?

ბავშვთა პირველადი დახმარების ტრენინგი Sanyta-ს ფუნქცია არ არის — მას ჩვენი პარტნიორი, First Aid SkillHub ატარებს. ეს პრაქტიკული საოჯახო მოდულია, შენს სახლში.

Sanyta-ს მომხმარებლებს ტრენინგზე ფასდაკლება აქვთ — პრომო-კოდს აპში იპოვი.

First Aid SkillHub
First Aid SkillHub

პარტნიორი

First Aid SkillHub

ბავშვთა პირველადი დახმარების პრაქტიკული ტრენინგი ოჯახებისთვის

ფასდაკლება Sanyta-ს მომხმარებლებისთვის

პრომო-კოდი აპშია

საოჯახო მოდულზე ისწავლი:

  • სუნთქვა და გადაცდენა
  • კრუნჩხვა
  • ცხელება
  • კრუპი
  • სისხლდენა
  • ალერგიული რეაქცია
  • თავის ტრავმა
  • სიმაღლიდან ვარდნა
  • დამწვრობა

≈ 1–1.5 საათი, შენს სახლში, პრაქტიკა მულაჟებზე

საგანგებო სიტუაციაში პირველ რიგში 112-ს დაურეკე.

შენი მონაცემები — მხოლოდ შენს ტელეფონში.

  • ანგარიში არ სჭირდება
  • მუშაობს ინტერნეტის გარეშეც
  • რეკლამის გარეშე
  • მონაცემებს არ ვყიდით
კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკისთვისაა Sanyta?

Sanyta 0–3 წლის ბავშვების მშობლებისთვისაა. სტატიები, რეცეპტები და აქტივობები ბავშვის ასაკს თავად ერგება.

რა ღირს Sanyta?

პირველი კვირა უფასოა — გამოსცადე ყველა ფუნქცია, სანამ გადაწყვეტ. საცდელი პერიოდის შემდეგ შეგიძლია აირჩიო ყოველთვიური ან ყოველწლიური გამოწერა: თვეში $3.99 ან წელიწადში $34.99. გამოწერა ავტომატურად განახლდება, თუ მიმდინარე პერიოდის დასრულებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე არ გააუქმებ. გაუქმება შეგიძლია App Store-ის ანგარიშის პარამეტრებში.

შემიძლია რამდენიმე ბავშვის დამატება?

კი. დაამატე თითოეული ბავშვის პროფილი — Sanyta თითოეულს ცალ-ცალკე ადევნებს თვალს.

ჩემი მონაცემები უსაფრთხოა?

ანგარიში არ სჭირდება. მონაცემები მხოლოდ შენს ტელეფონშია, რეკლამის გარეშე — და მონაცემებს არ ვყიდით. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მუშაობს ინტერნეტის გარეშე?

კი, Sanyta მუშაობს ინტერნეტის გარეშეც. ინტერნეტი მხოლოდ გამოწერისთვის და ზოგიერთი სურათის ჩასატვირთად სჭირდება.

საიდან მოდის ინფორმაცია?

Sanyta-ს კონტენტი ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა: UNICEF (გაეროს ბავშვთა ფონდი) — განვითარება და აქტივობები; NHS (ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური) — რეცეპტები და კვება; CDC (აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) — მყარი საკვების დაწყება; WHO (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) — ზრდის გრაფიკი; NCDC (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) — ვაქცინაცია. თითოეულ სტატიაზე ღილაკია, რომელიც გიჩვენებს, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. Sanyta დამოუკიდებელი აპლიკაციაა და არ არის დაკავშირებული UNICEF-თან, NHS-თან, CDC-თან, WHO-სთან ან NCDC-თან — არც მათ მიერაა მხარდაჭერილი. ვიყენებთ მხოლოდ მათ მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციას; ორგანიზაციების სახელები მითითებულია მხოლოდ წყაროს აღსანიშნავად.

ცვლის თუ არა Sanyta ექიმს?

არა. Sanyta დამხმარე ინსტრუმენტია და არ ანაცვლებს პროფესიონალურ სამედიცინო რჩევას. ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე მიმართე პედიატრს.

ჯანსაღი ბავშვი. მშვიდი მშობელი.

ჩამოტვირთე Sanyta — პირველი კვირა უფასოა, შემდეგ — გამოწერა.

თვეში
$3.99
წელიწადში
$34.99
ჩამოტვირთე(App Store, გაიხსნება ახალ ფანჯარაში)

გამოწერა ავტომატურად განახლდება. გააუქმე App Store-ის ანგარიშის პარამეტრებში, მიმდინარე პერიოდის დასრულებამდე მინიმუმ 24 საათით ადრე.